Wednesday, November 27, 2019


წრის დასახელება
,,Мир знаний“
სასწავლო წრე რუსულში საბაზო საფეხურის მე- 10 კლასის მოსწავლეთათვის.
წრის მიზანი: შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება, ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ლექსიკის გამდიდრება.
ფუნქციონირება: 2019 წლის I სემესტრი.
მუშაობის ხანგრძლივობა: 15: 00- 16: სთ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 ( ათი);
წრის ხელმძღვანელი: რუსულის მასწავლებელი- ლუიზა ლევანდოვსკაია;

თარიღი
განმახორციელებელი ღონისძიება
განმახორციელებელი ღონისძიება
2019

2019 год  23         сентября
1. „ Русский язык в моей жизни“.
Учитель и ученики.
2019   год  30 сентября
2. „ Немного об истории России“.
Учитель и ученики.
2019 год    4 октября
3. „ Русские поэты“(Пушкин,Лермонтов, Есенин,Бальмонт).
Учитель и ученики.
2019 год    8 октября
4. „ Русские поэты“(Высоцкий,Цветаева, Ахмадулина,Евтушенко, Мандельштам
Учитель и ученики.
2019 год  15 октября
5. ,,Проблемы окружающей среды’’.
Учитель и ученики.
2019 год  8  ноября
6. ,,Мода и одежда“.
Учитель и ученики.
2019 год  15  ноября
7. „Школьная жизнь“(мобильные телефоны. За и против).
Учитель и ученики.
2019 год   22 ноября
8„ Я учу русский язык “.).
Учитель и ученики.
2019 год   4 декабря
9. ,,Спорт  в моей жизни’’.
Учитель и ученики.
2019 год    11 декабр
10. ,,Пусть будут счастливы все, все твои друзья! ’’
Учитель и ученики.
2019 год   19 декабр
 11.  ,,Кино’’.
Учитель и ученики.

წრის წევრების სახელობითი სია
1.      დუშუკიან კარლენ
2.      გაზდელიანი ლუკა
3.      ოდიშარია ლუკა
4.      ბერიძე მარიამ
5.      შეყელაშვილი დავითი
6.      კეკელიძე ქეთავან
7.      გორგაძე კახა
8.      ურუშაძე გიორგი
9.      სურმანიძე დიანა
10.  ქანდავაძე მერი

                      წრის მუშაობის შეჯამება
     საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. მასში გაერთიანებული იყვნენ მე- 10 კლასის მოსწავლეები. დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ - ის მოთხოვნებთან.
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
     წრე აქტუალური იყო, იმითაც რომ მოტივირებულ, მაძიებელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა. კონკრეტული მითითებები, თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი აზროვნების, ძიების, დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.
     დასახული მიზანი მიღწეული იქნა: მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  მეტი პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევა, ასევე უფრო მეტად შეიყვარეს რუსული, როგორც საგანი.
გამოყენებული რესურსები:

1. მაია ლორთქიფანიძე: რუსულის სახელმძღვანელო ს.IV.
2. ი.მ. ლურიე:- „ კლასგარეშე კითხვის გაკვეთილები.
3. ა. კნიაჟიცკიი: _ „ კლასგარეშე მუშაობა“.
4. სვეტლანა ბოლგაკოვა: _ „ ხიდი რუსეთში“.-4
ინტერნეტი:.......................................




წრის მუშაობის რეფლექსია
„Мир знаний“
          მიმდინარე სასწავლო წლის  2019  წლის 23 სექტემბრიდან 19 დეკემბრის                          ჩათვლით ვხელმღვანელობდი რუსულის  წრეს.წრის შესახებ ინფორმაცია    დროულად იუო მიწოდებული ყველა დაინტერესებული პირთათვის. წრეში გაერთიანებული იყო მე-10 კლასის 10    მოსწავლე. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევიმუშავე სამუშაო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იყო ეროვნულ სასწავლო მიზნებთან.
     გაკეთდა განცხადება,წრის მუშაობასთან დაკავშირებით, როგორც სკოლაში, ისე სოციალური ქსელის საშუალებით. ვინაიდან სკოლაში ადგილობრივი ბავშვები სწავლობენ, ინფორმაცია სკოლის დაწყების პირველი დღიდანვე გახდა ცნობილი. ყოველივე ამან ხელი შემიწყო მშობელთა თანხმობით წვდომასა და მოსწავლეთა სურვილილისამებრ წრეში გაერთიანებაზე. წრემ ფუნქციონირება სწრაფად დაიწყო, რაც შედეგებზე საგრძნობლად აისახა.
    ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს შევთავაზე თუ რას შეისწავლიდნენ, რაზე გამახვილდებოდა ყურადღება. მოტივირებულ, მაძიებელ ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა, კონკრეტული მითითებები, დამოუკიდებელი აზროვნების, ძიების, დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.

 წრის მიზანი იყო:  მოსწავლეთა ანალიტიკური, კვლევითი და შემოქმედებითი უნარ- ჩვევების განვითარება, რუსულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარება, ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ლექსიკის გამდიდრება.ასევე მოტივაციის ამაღლება.
გათვალისწინებული იყო 14 სამუშაო შეხვედრა. ჩატარდება ყველა. შევიმუშავეთ პროგრამა და დავადგინეთ რომ შევიკრიბოთ კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ 15:00 – 16:00 სთ. მუშაობა დავიწყეთ სექტემბერშივე, საკმაოდ ეფექტური გამოდგა. განსაკუთრებული იყო რამდენიმე აქტივობა: „ Русский язык в моей жизни“, „ Русские поэты“(Пушкин,Лермонтов, Есенин,Бальмонт), „ Русские поэты“(Высоцкий,Цветаева, Ахмадулина,Евтушенко, Мандельштам”), „ Я учу русский язык “.

წრის მუშაობის დროს შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, მუშაობის პროცესში მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით  წრის წევრებისათვის სამუშაო პროცესი სახალისო და საინტერესო იყო. წრის წევრები გაეცნენ რუს პოტებს და მათი შემოქმედების ახალ ფაქტებს.ასევე მათ კავშირს საქართველოსთან.გაიგეს ის, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საქართველომ მათ შემოქმედებაზე.

საწრეო  მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, გაგება- გააზრება.ვმუშაობდით წყვილებში, ჯგუფებში და ინდივიდუალურად.მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე.გაიზარდა ცოდნის დონე, რაც აკადემიურ შედეგზეც აისახა.

წრის მუშაობით დაინტერესებულნი იყვნენ მშობლები. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა. ამის საშუალებით სამომავლოდ გამოვასწორებ იმ ხარვეზებს, რომლებიც მათ პასუხებში გამოიკვეთება. სამომავლოდ გავაგრძელებ წრის მუშაობას და რუსული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს უფრო მეტი განვითარების საშუალებას მივცემ.





No comments:

Post a Comment