Wednesday, November 27, 2019


წრის დასახელება 
,,Русское слово“
სასწავლო წრე რუსულში საბაზო საფეხურის მე- 8 კლასის მოსწავლეთათვის.
წრის მიზანი: სამეტყველო უნარ-ჩვევების  განვითარება, ლექსიკის გამდიდრება  ახალი  ერთეულების  ლექსიკური გამოყენებით.
ფუნქციონირება: 2019 წლის I სემესტრი.
მუშაობის ხანგრძლივობა: 15: 00- 16: სთ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 ( ათი);
წრის ხელმძღვანელი: რუსულის მასწავლებელი- ლუიზა ლევანდოვსკაია;
თარიღი
განმახორციელებელი ღონისძიება

პასუხისმგებელი
2019 год 19 сентября
1. „ Я учу русский язык “.
Учитель и ученики.

2019 год 28 сентября

2. „Традиции, обычаи России“.
Учитель и ученики.

2019 год 2 октября

3.  ,,Русская кухня ’’.
Учитель и ученики.

2019 год 10 октября

4. ,,Кухни разных народов’’.
Учитель и ученики.

2019 год 16 октября
5. ,,Моя интернет-страничка’’
Учитель и ученики.

2019 год  6 ноября

 6. „ Мои кумиры’’- ( мой литературный кумир).

Учитель и ученики.

2019 год 13 ноября
7. „ Мои кумиры’’- ( мой спортивный  кумир).
Учитель и ученики.

2019 год 18 ноября
8.„ Мои кумиры’’- ( мои музыкальные  кумиры).
Учитель и ученики.

2019 год 2 декабря
9. „Семейный альбом’’-истории семейного альбома.
Учитель и ученики.

2019 год 9 декабря
10. „ Праздники“.
Учитель и ученики.

2019 год   16 декабря
11. ,,Подарки’’ .
Учитель и ученики.


                                       წრის წევრების სახელობითი სია
1.      დუშუკიამ მარიამ
2.      თოლორდა ალექსანდრე
3.      სირაძე დიმიტრი
4.      ქაბზინაძე ლინდა
5.      სურმანიძე ანა
6.      ჩხარტიშვილი ნინი
7.      ცეცხლაძე ნინი
8.      ხაბალაშვილი მიხეილ
9.      შავაძე ნინი
10.  კეკელიძე გიორგი
წრის მუშაობის შეჯამება
     საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. მასში გაერთიანებული იყვნენ მე- 8 კლასის მოსწავლეები. დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ - ის მოთხოვნებთან.

უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.

უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა).
უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

     წრე აქტუალური იყო, იმითაც რომ მოტივირებულ, მაძიებელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა. კონკრეტული მითითებები, თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი აზროვნების, ძიების, დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.
     დასახული მიზანი მიღწეული იქნა: მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  მეტი პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევა, ასევე უფრო მეტად შეიყვარეს რუსული, როგორც საგანი.
  გამოყენებული რესურსები:
1.      მაია ლორთქიფანიძე: რუსულის სახელმძღვანელო ს.IV

2. ი.მ. ლურიე:- „ კლასგარეშე კითხვის გაკვეთილები.
3. ა. კნიაჟიცკიი: _ „ კლასგარეშე მუშაობა“.
4. სვეტლანა ბოლგაკოვა: _ „ ხიდი რუსეთში“.-2
5. კ.პ. ლახოტსკიი: - „ ჩემი ლიტერატურული კუმირი“.
ინტერნეტი:(აქ უნდა ჩაიდოს გამოქვეყნებული აქტივობების ლინკები)

                                    წრის მუშაობის რეფლექსია
„Русское слово“
          მიმდინარე სასწავლო წლის  2019  წლის   23 სექტემბრიდან 16 დეკემბრის    ჩათვლით ვხელმღვანელობდი რუსულის  წრეს.წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იუო მიწოდებული ყველა დაინტერესებული პირთათვის. წრეში გაერთიანებული იყო მე- 8 კლასის 10    მოსწავლე. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევიმუშავე სამუშაო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იყო ეროვნულ სასწავლო მიზნებთან.
     გაკეთდა განცხადება,წრის მუშაობასთან დაკავშირებით, როგორც სკოლაში, ისე სოციალური ქსელის საშუალებით.აღნიშნულ სკოლაში ადგილობრივი ბავშვები სწავლობენ, ამან ხელი შეუწყო წრის დროულად ფუნქციონირებას. ყოველივე ამან ხელი შემიწყო მშობელთა თანხმობით წვდომასა და მოსწავლეთა სურვილილისამებრ წრეში გაერთიანებაზე.        
     ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს შევთავაზე თუ რას შეისწავლიდნენ, რაზე გამახვილდებოდა ყურადღება.
    წრის მიზანი იყო  მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნა, რუსულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარება.
გათვალისწინებული იყო 14 სამუშაო შეხვედრა. (დარჩენილი წრის აქტივობები განვახორციელე ადრე , გარკვეულ მიზეზების გამო). შევიმუშავეთ პროგრამა და დავადგინეთ რომ შევიკრიბოთ კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ 15:00 – 16:00 სთ. მუშაობა დავიწყეთ სექტემბერშივე, საკმაოდ ეფექტური გამოდგა. განსაკუთრებული იყო რამდენიმე აქტივობა: ,,Русская кухня ’’, ,,Кухни разных народов’’, „ Я учу русский язык “.
    წრის მუშაობის დროს შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, მუშაობის პროცესში მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით  წრის წევრებისათვის სამუშაო პროცესი სახალისო და საინტერესო იყო. წრის თითოეული წევრი გაეცნო  რუსული სამზარეულოს ტრადიციებს. მონახეს რუსული სამზარეულოს საინტერესო ფაქტები მეთოთხმეტე საუკუნიდან დაწყებული ჩვენს დრომდე. მოამზადეს კაფესა და რესტორნისათვის სარეკლამო განცხადებები და გააფორმეს მხატვრულად, ასევე გაითამაშეს სახალისო სიტუაცია: „ ოფიციანტი და კლიენტი“.
 ვმუშაობდით ჯგუფებში, წყვილებში და ასევე ინდივიდუალურად.წრის მუშაობით დაინტერესებულნი იყვნენ მშობლები. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა , თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა.
დასწრებამ და მონდომებით მუშაობამ გაგვიყვანა სასურველ შედეგზე. ყოველივე ეს კი აისახა სწავლების ხარისხზე.
სამომავლოდ გავაგრძელებ წრის ფუნქციონირებას და რუსული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს მივცემ  უფრო მეტი განვითარების საშუალებას.
  






No comments:

Post a Comment