სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ევგენი ალექსანდრეს ძე ევტუშენკო _ ცხოვრება და მოღვაწეობა.




მთავარი იდეა (თემა) : პოეტის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა

პროექტის აქტუალობა: ვაწვდი მოსწავლეებს ინფორმაციას ევტუშენკოს შემოქმედებაზე.
ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით და მისი  თარგმნა. ამით მოსწავლეები იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის მიზანი: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით  მოსწავლემ შეძლოს გადმოსცეს ინფორმაცია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ინტერნეტით მასალის მოპოვება.

მონაწილეთა ასაკი: 15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ინტერნეტით ეძებენ ინფორმაციას პოეტის შესახებ. ეცნობიან საქართელოსა და რუსეთს შორის კულტურულ ურთიერთობას.
ინფორმაციის თარგმნა ქართულიდან რუსულზე, რაც ეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ანვითარებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, წიგნი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).

აქტივობა 1. დაფაზე ვწერ შერჩეულ თემას, კლას ვყოფ  2 ჯგუფად . მოსწავლეები ირჩევენ ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.



აქტივობა 2.  ჯგუფებს ეძლევა დავალება,  მოიძიონ ინფორმაცია ევტუშენკოს შესახებ. 

აქტივობა 3. მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას, ფოტოებს, ლექსებს ევტუშენკოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.



აქტივობა 4. მოსწავლეები თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ ერთმანეთს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია, კარგი გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში პრეზენტაციის დროს.

აქტივობა 5. პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის, მეტყველების უნარ-ჩვევები, რაც ახდენს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.


მოსწავლეთა შეფასება

კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-7 ქულა
8-10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმა ვერ გაიაზრა სამუშაოს არსი.
ჯგუფმა მიზანი გააცნოებიერა.
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა.
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგვმა
ჯგუფმა ვერ შეძლო სწორად დაგეგმვმა.
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვაში იყო ხარვეზები.
ჯგუფმა სწორად შეძლო სამუშაოს დაგეგმვა.
წევრთა აქტიურობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ იყო აქტიური.
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური.
პრეზენტაცია
წარმოდგენილი პრეზენტაცია არ იყო გასაგები.
წარმოდგენილი პრეზენტაცია ზუსტად არ ასახავდა დავალებას.
წარმოდგენილი პრეზენტაცია ზუსტად ასახავს დავალებას.

საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული, ხელოვნება, რუსული.

მიზანი მიღწეულია თუ:
  • ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად;
  • ნათლად ჩანს ლიდერის როლი;
  • თანამშრომლობენ მასწავლებელთან;
  • აქვს ამომწურავი ინფორმაცია;


პროექტის ხელმძღვანელი: ლუიზა ლევანდოვსკაია.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: levandovskaialuiza@gmail.com

No comments:

Post a Comment